Accessibility links

site logo site logo

ბაიდენი: ალ-ყაიდა "დიდად დასუსტებულია", ბინ ლადენის მკვლელობის მეათე წლისთავზე


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ალ-ყაიდის ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის მოკვლის ოპერაციის მეათე წლისთავზე დაიცვა თავისი გადაწყვეტილება ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის თაობაზე.

თეთრი სახლის მიერ 2 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, ბაიდენი ამბობს, რომ ავღანეთში ალ-ყაიდის ყოფნა "დიდად დასუსტებულია", 11 სექტემბრის თავდასხმების დამგეგმავის სიკვდილის და თითქმის 20 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის შედეგად.

"ბინ ლადენს ჯოჯოხეთის კარიბჭემდე მივდიეთ - და მივაგენით", - ამბობს ბაიდენი. "შევასრულეთ მათ წინაშე დადებული პირობა, ვინც 11 სექტემბერს საყვარელი ადამიანები დაკარგა: რომ დაკარგულებს არასოდეს დავივიწყებდით, და რომ ამერიკა არასოდეს შედრკება, ჩვენს სამშობლოზე კიდევ ერთი თავდასხმის აღკვეთის და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების დაცვის საქმეში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

"ახლა, როცა ამ ძალისხმევის შედეგად ვასრულებთ ამერიკის ყველაზე ხანგრძლივ ომს და ავღანეთიდან ჩვენი დარჩენილი სამხედროები გამოგვყავს, იქ ალ-ყაიდის პოზიციები დიდად შესუსტებულია", - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.

ავღანეთიდან აშშ-ის გამოსვლა აღძრავს შეშფოთებას, რამდენად შეძლებენ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები ტერიტორიის თალიბანისგან დაცვას, სამშვიდობო შეთანხმების არარსებობის პირობებში. ჩნდება კითხვები იმის თაობაზეც, თუ რამდენად აქვს თალიბანს კავშირები გაწყვეტილი ალ-ყაიდასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG