Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დაზვერვის ანგარიშის თანახმად, თალიბანი, სავარაუდოდ, შეზღუდავს ავღანელი ქალების უფლებებს


აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები 4 მაისს გავრცელებულ, საჯარო ანგარიშში წერენ, რომ წინსვლას, რომელიც ავღანეთში ქალების უფლებების მხრივ ბოლო ორ ათწლეულში აღინიშნა, საფრთხე შეექმნება აშშ-ის სამხედროების გასვლის შემდეგ.

აშშ-ის დაზვერვის უწყებების წამყვანი ანალიტიკური ორგანო, ეროვნული სადაზვერვო საბჭო ამბობს, რომ თალიბანი "რჩება ფართოდ მიზანმიმართულ ძალად ქალების უფლებების მიმართ თავის შემზღუდველ დამოკიდებულებაში და რეგიონში ძალის მოპოვების შემთხვევაში, შეცვლის ბოლო ორ ათწლეულში მიღწეული პროგრესის დიდ წილს".

ეს არის ახალი გაფრთხილება იმ შედეგებზე, რომლებიც შესაძლოა მოჰყვეს სამხედროების გამოყვანის პროცესს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული ვადებით, სექტემბერში უნდა დასრულდეს.

1996-2001 წლებში, თალიბანის მმართველობის დროს, ქალებს ეკრძალებოდათ განათლება და მათ დიდწილად სახლებში უწევდათ ყოფნა. გასულ თვეში თალიბანმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ ქალებს შეუძლიათ იმუშაონ განათლების, ბიზნესის, ჯანდაცვის და სოციალური სამსახურების სფეროებში, თუკი ჰიჯაბს ატარებენ. მაგრამ 4 მაისს გავრცელებულ ანგარიში ხაზს უსვამს ამ პირობების მიმართ სკეპტიციზმს და ამბობს, რომ უცხოური დახმარების და ლეგიტიმურობის მოპოვების სურვილის გამო თალიბანმა შესაძლოა "დროებით და მცირედ მოზომოს თავისი ქცევა", მაგრამ, თუკი ძალაუფლებას დაიბრუნებს, ის "თავისი პირობებით კონტროლის დამყარებაზე დაიწყებს კონცენტრაციას".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG