Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონმა დაიწყო ახალი კვლევა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ


აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა შეამოწმოს, რამდენად სერიოზულად მოეკიდა აშშ-ის ხელისუფლება პრობლემას ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ, რომლებიც სავარაუდოდ შეჭრილან აშშ-ის საჰაერო სივრცესა და დახურულ ზონებში. როგორც Politico იტყობინება, ამის შესახებ ლაპარაკია უწყების გენერალური ინსპექტორის განცხადებაში.

ანალიზი ტარდება ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ კიდევ ერთი ანგარიშის გამოქვეყნების წინ. მას სპეცსამსახურები ამზადებენ კონგრესის მოთხოვნით. კანონმდებლებს სურთ გაარკვიონ, ხომ არ ცდილობს დაზვერვა მათგან რაიმე ინფორმაციის დაფარვას ამოუცნობი მოვლენების შესახებ.

შარშან პენტაგონმა დაიწყო გამოძიება ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ინციდენტებზე, რომლებიც უკანასკნელი თვეებისა და წლების განმავლობაში სულ უფრო ხშირად ფიქსირდება აშშ-ის სამხედრო ობიექტების განლაგების ადგილებში. სპეციალისტები არკვევენ, ხომ არ არის ეს მოვლენები დაკავშირებული მტრული სახელმწიფოების მოქმედებებთან.

ერთ-ერთი ვერსიით, ცაში მფრინავი საგნები - ბუშტები, პირამიდები და სხვა - შესაძლოა იყოს განსაკუთრებული დრონები, რომლებიც ასრულებენ როგორც სადაზვერვო ფუნქციას, ასევე თამაშობენ „სატყუარას“ როლს ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებების მიმართ. თეორიულად შესაძლებელია, ასეთმა მექანიზმებმა აიძულოს აშშ-ის საჰაერო თავდაცვის მაღალტექნოლოგური ინსტრუმენტები, რომ გამოავლინონ თავიანთი საიდუმლო მახასიათებლები და სუსტი ადგილები.

ჟურნალ The Drive-ის მონაცემებით, ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი 2019 წლის ივლისში მოხდა კალიფორნიის სანაპიროს მახლობლად. პუბლიკაციის თანახმად, მაშინ აშშ-ის სამხედრო ხომალდების ჯგუფს რამდენიმე დღის განმავლობაში დაჰყვებოდნენ უცნობი მფრინავი აპარატები. ამერიკელ სამხედროებს დღემდე არ გამოუქვეყნებიათ ამ ინციდენტის შესახებ რაიმე დეტალური ინფორმაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG