Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა - კობა ნაყოფია


"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, კობა ნაყოფია ამბობს, რომ ნიკა მელიას თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვეტილი არ აქვს. ამის შესახებ ნაყოფიამ მასთან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"გადაწყვეტილი არ აქვს იყრის თუ არა კენჭს თბილისის მერის არჩევნებში. პირდაპირ ასე მითხრა, რომ სანამ რამე გადაწყვეტილებას მივიღებ, უნდა შევხვდე პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს, სანამ არ დაველაპარაკები როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციას და ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ აქტივს", - თქვა ნაყოფიამ.

მან ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდან ნიკა მელიას ალტერნატივად კიდევ ერთი ოპოზიციური კანდიდატის დაყენებას "უხერხული" უწოდა.

ოპოზიციის ერთი ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, რომელიც ახლა დაპატიმრებულია, თბილისის მერობის არჩევნებში ოპოზიციის ერთიან კანდიდატად მოიაზრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG