Accessibility links

site logo site logo

პუტინს მოეწონა Sputnik V-ის შედარება კალაშნიკოვის ავტომატთან


კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინები საიმედოა, როგორც კალაშნიკოვის ავტომატი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა ვიცე-პრემიერ, ტატიანა გოლიკოვსასთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს და დასძინა, რომ ეს გამოთქმა ეკუთვნის ერთ-ერთ ევროპელ სპეციალისტს.

„ისინი საიმედოა, როგორც კალაშნიკოვის ავტომატი. ეს ჩვენ არ გვითქვამს, არამედ ერთმა ევროპელმა სპეციალისტმა თქვა. და მე ვფიქრობ, რომ ის უსათუოდ მართალია“, - აღნიშნა პუტინმა.

რუსული მედიის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტს სავარაუდოდ მხედველობაში ჰყავდა ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის წამყვანი ინფექციონისტი, ფლორიან ტალჰამერი, რომელმაც რუსული ვაქცინა Sputnik V-ი კალაშნიკოვის ავტომატს შეადარა თებერვალში, გამოცემა Kronen Zeitung-თან ინტერვიუში.

პუტინის ამ განცხადების ფონია ევროკავშირის სიფრთხილე რუსული ვაქცინის მიმართ.

მარტის დასაწყისში ევროკავშირის სამკურნალო საშუალებათა სააგენტოს (EMA) მაღალჩინოსანმა გააფრთხილა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომ თავი შეიკავონ რუსეთის მიერ შემუშავებულ COVID-19-ის საწინააღმდეგო Sputnik V-ისათვის ნაციონალური ნებართვის გაცემისგან მანამ, სანამ სააგენტოს არ დაასრულებია პრეპარატის უსაფრთხოების შეფასება.


EMA-ს ნებართვის გარეშე პირველად უნგრეთმა დაუჭირა მხარი რუსულ ვაქცინა Sputnik V-ის შეტანას თავის ტერიტორიაზე. ბუდაპეშტის მაგალითს მიბაძა სლოვაკეთმაც, თუმცა რუსული ვაქცინის პირველი დოზის მიღებას მოჰყვა პოლიტიკური სკანდალი, რის გამოც პოსტიდან გადადგა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, იგორ მატოვიჩი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანიის რეგიონმა, ბავარიამ, ხელი მოაწერა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის 2,5 მილიონი დოზის შესყიდვის დოკუმენტს, მას შემდეგ, რაც პრეპარატს ევროპის მარეგულირებელი უწყებები დაამტკიცებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG