Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძის თქმით, პოსტკოვიდური სინდრომი მძიმე დაავადებაა და მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კოვიდი მსუბუქი დაავადება არ აღმოჩნდა და რიგ შემთხვევაში ხანგრძლივი გართულებები რჩება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"პოსტკოვიდური სინდრომი გახლავთ სერიოზული პრობლემა და მას სჭირდება მეტი ყურადღება. ჩემი რეკომენდაცია გახლავთ, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანი მჭიდრო კონტაქტში იყოს თავის ოჯახის ექიმთან. სულ მცირე 6 თვის განმავლობაში. ასევე, თუ საჭიროდ ჩათვლის ოჯახის ექიმი, შესაბამისი გამოკვლევებიც ჩაიტაროს", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ახლა საქართველოში პოსტკოვიდურ სინდრომზე კვლევას ინფექციური საავადმყოფო ატარებს, რისთვისაც შერჩეული ჰყავს შემთხვევითი შერჩევით 500 პირი. თუმცა ჯერ კვლევის შედეგები არ არის საჯარო.

"ეს სერიოზული საკითხია. კოვიდი თავდაპირველად მიიჩნეოდა საკმაოდ მსუბუქ დაავადებად, არ ტოვებდა ხანგრძლივვადიან გართულებებს. ბევრი კვლევით უკვე დადგენილია და უკვე დამკვიდრდა ტერმინი - "პოსტკოვიდური სინდრომი". ის ყველა შემთხვევაში და უმრავლეს შემთხვევაში არ გვხვდებოდა", - თქვა გამყრელიძემ.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 319 266 შემთხვევა. მათგან 298 807 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 245 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG