Accessibility links

site logo site logo

ისრაელის სასაზღვრო დაცვის პოლიციამ ორი პალესტინელი თავდამსხმელი მოკლა და ერთი დაჭრა


ორი პალესტინელი მოკლეს და ერთი მძიმედ დაიჭრა 7 მაისს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მას მერე, რაც მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის სამხედრო ბაზის მცველებმა ბაზაზე მათი იერიშის დროს.

ისრაელის სასაზღვრო დაცვის პოლიციამ გაავრცელა ცნობა სამი პირის შესახებ, რომლებმაც იერიში მიიტანეს სალემის ბაზაზე ქალაქ ჯენინის მახლობლად და რომლებსაც საპასუხოდ მცველებმა ესროლეს. ორი მათგანი მოკლეს, მესამე საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე მდგომარეობაში.

ისრაელის პოლიცია ასევე იტყობინება, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმში 15 პირი იქნა დაკავებული ინციდენტის დროს, როცა შეიხ-ჯარას უბანში, დილის 7 საათზე, პოლიციის თანამშრომლებს და ავტომობილებს ქვები დაუშინეს.

ძალადობა იმატებს აღმოსავლეთ იერუსალიმში დაძაბულობის ფონზე, სადაც ათეულობით პალესტინელს საფრთხე ემუქრება, გასახლებულ იქნენ იქიდან ისრაელის ახალმოსახლეებთან ხანგრძლივი სასამართლო დავების შემდეგ.

მიწაზე პრეტენზიას აცხადებენ პალესტინელებიც და ისრაელებიც. ბოლო კვირებში არ წყება პალესტინელი დემონსტრანტების შეტაკებები პოლიციასთან.

პალესტინელების იძულებით გასახლებას მათი საცხოვრებლიდან ბოლო წლებში არაერთი, მათ შორის, ძალადობრივი ხასიათის საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა.

მომავალ კვირაში მოსალოდნელია ისრაელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ოთხი პალესტინური ოჯახის საქმის გარშემო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG