Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მრჩეველმა განაცხადა, რომ პოლონეთში მოსამართლეების დისციპლინარული ორგანოს შექმნით ბლოკის კანონი ირღვევა


პოლონეთის მმართველი პარტია "კანონის და სამართლის" მომხრეები
პოლონეთის მმართველი პარტია "კანონის და სამართლის" მომხრეები

პოლონეთის სადავო, მოსამართლეთა დისციპლინარული, ორგანო არღვევს ევროპის კავშირის კანონმდებლობას და საფრთხის ქვეშ შეიძლება დააყენოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, - განაცხადა მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს მთავარმა იურიდიულმა მრჩეველმა, რომლის ამ განცხადებას იურიდიული ძალა არ გააჩნია.

6 მაისს, თავის განცხადებაში, გენერალური ადვოკატი, ევგენი ტანჩევი, ამტკიცებს, რომ პოლონეთის უზენაესი სასამართლოს ახლად დაფუძნებულმა დისციპლინარულმა პალატამ, შესაძლოა, "დამაშინებელი ეფექტი" იქონიოს მოსამართლეებზე და ის არ იძლევა სასამართლო დამოუკიდებლობის გარანტიას.

ევროპის კომისიას, ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს, არაერთხელ ჰქონდა უთანხმოება პოლონეთის მმართველ პარტია "კანონსა და სამართალთან" (PiS) რეფორმების გამო, რაც, კრიტიკოსების აზრით, ძირს უთხრის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მოსამართლეების დაშინებისკენაა მიმართული.

"კანონი და სამართალი" ამტკიცებს, რომ რეფორმებმა სასამართლოები უფრო ეფექტიანი გახადა და სასამართლო სისტემიდან აღმოფხვრა კომუნისტური გადმონაშთები.

მარტში ევროპის კომისიამ მოითხოვა, რომ მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს, რომელსაც ლუქსემბურგში უდევს ბინა, განკარგულება გაეცა სადისციპლინო ორგანოს წარსული გადაწყვეტილებების შეჩერების შესახებ მანამდე, სანამ ევროკავშირის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა ამ საკითხის შესახებ. მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს სრული გადაწყვეტილება ამ წლის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG