Accessibility links

site logo site logo

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 მაისს ვაკის პარკში ღონისძიება არ გაიმართება 


თბილისის მერიის ცნობით, ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო წელს „ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიება არ გაიმართება“. როგორც მერია აცხადებს, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იქნება შესაძლებელი.

ვაკის პარკთან აქცია „ფეისბუკზე" უკვე დაანონსებული ჰქონდათ საქართველოში მოქმედი „უკვდავი პოლკის“ წარმომადგენლებს.

„რია ნოვოსტი“ იუწყება, რომ პანდემიის მიუხედავად „უკვდავი პოლკის“ წარმომადგენლები საქართველოში 9 მაისს მსვლელობის გამართვას გეგმავენ. სააგენტოს ინფორმაციით, „სამამულო ომში“ გამარჯვების 76-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მსვლელობები თბილისსა და სხვა ქალაქებში ჩატარდება.

საქართველოში 2019 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდა „პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოს უკვდავი პოლკი“.

„Бессмертный полк“ რუსული პროექტია, რომელსაც დანაყოფები აქვს ქვეყნებში, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ. მოძრაობის მიზანი „სამამულო ომში“ დაღუპულთა ხსოვნის უკვდავყოფაა.

„უკვდავი პოლკის“ წევრები და მათი მხარდამჭერები 9 მაისს საქართველოშიც აწყობენ აქციებს.

„უკვდავ პოლკს“ აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG