Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კიდევ 500 000 დოზა „სინოფარმი“ შემოვა


საქართველოში ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმი“ ივნისში შემოვა - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.

"სინოფარმის მარაგი ამჟამად არის დაახლოებით 100 000 დოზა და უფრო და უფრო მეტი, თუ არ ვცდები 25 ათასზე მეტი ადამიანია ჩაწერილი და დაჯავშნილი აქვს ადგილები მაისის ბოლომდე. ეს 100 000 არის 50 000 ადამიანისთვის, ორჯერადი აცრისთვის. ასევე, უკვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს აქვს მოლაპარაკება და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ, რომელიც ამავე ვაქცინით 4 მაისს აიცრა.

„სინოფარმს“ ავტორიზაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს მისცა. ამირან გამყრელიძის თქმით, ეს გლობალურად ბევრს ცვლის.

„საქართველოსთვის ცვლის იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას მეტი ნდობა ექნება ვაქცინებისადმი, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ეს ვაქცინა გახლავთ ხარისხიანი, ეფექტური, მისი დამცველობითი უნარი მერყეობს 79-86%-ს შორის,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG