Accessibility links

site logo site logo

ჩეხეთის პრემიერი ევროპულ საბჭოს სთხოვს, დაგმოს რუსეთის მონაწილეობა იარაღის საწყობში მომხდარ აფეთქებაში


ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში ამბობს, რომ ევროპულ საბჭოს მიმართა თხოვნით, დაგმოს რუსეთი მისი მონაწილეობისთვის 2014 წელს, ჩეხეთის მიწაზე, იარაღის საწყობში მომხდარ სისხლიან აფეთქებაში.

8 მაისს, ჟურნალისტების შეკითხვას, წამოჭრა თუ არა აფეთქების საკითხი ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ, ორდღიან სამიტზე პორტუგალიაში, ბაბიშმა უპასუხა, რომ მან ევროპულ საბჭოს "მოუწოდა, დაგმოს და მიუღებლად გამოაცხადოს მსგავსი ნაბიჯები", როცა დასკვნით განცხადებას წარადგენს ამ თვეში, ბრიუსელში დანიშნულ ევროკავშირის სამიტზე.

ბაბიშის თქმით, მან საბჭოს მოუწოდა მკაფიოდ განაცხადოს, "რომ ამგვარ ნაბიჯებთან შერიგება შეუძლებელია, და რომ [ევროკავშირის] ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა ჩვენ ყველაზე თავდასხმად უნდა მივიჩნიოთ".

ანდრეი ბაბიშმა 17 აპრილს გამოაცხადა, რომ ჩეხეთის დაზვერვის და უშიშროების სამსახურების გამომძიებლებმა "ცალსახა მტკიცებულებები" წარმოადგინეს საიმისოდ, რომ "გონივრული ეჭვი არსებობდეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის, GRU-ს 29155-ე დანაყოფის წევრების როლზე 2014 წელს, ვრბეტიცეს ტყვია-წამლის დეპოში მომხდარ აფეთქებაში".

ამ განცხადების შემდეგ ჩეხეთის მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა 18 რუსი დიპლომატი, რომლებსაც ჯაშუშებად მიიჩნევდა - რასაც პრაღასა და მოსკოვს შორის საპასუხო ნაბიჯების სერია მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG