Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CNN-ი: აშშ-ის მილსადენზე განახორციელებული თავდასხმა შესაძლოა რუსეთთან იყოს დაკავშირებული


ჰაკერულ თავდასხმაში, რომელმაც სამი დღის განმავლობაში მოახდინა აშშ-ის უდიდესი მილსადენის, Colonial Pipelinе-ის პარალიზება, შესაძლოა მონაწილეობდეს დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც რუსეთთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ CNN-მა განაცხადა აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სფეროს ყოფილ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომლის ვინაობას არ ასახელებენ.

ტელეარხს მოჰყავს ინფორმაცია ჰაკერულ დაჯგუფება DarkSide-ის შესახებ, რომლის მოქმედებები, როგორც წესი, მიმართულია ხოლმე არარუსულენოვანი ქვეყნების წინააღმდეგ. გაზსადენის სისტემაში შეღწევასთან DarkSide-ის კავშირზე იუწყებოდნენ Reuters-ი და Associated Press-ი. მათი ინფორმაციით, ეს დაჯგუფება ფულის გამოძალვითაა დაკავებული და თავს არიდებს სამიზნეებს ყოფილ საბჭოთა კავშირში.

მილსადენმა Colonial Pipeline-მა 8 მაისს გამოაცხადა, რომ წინა დღეს მსხვერპლი გახდა გამომძალველი პროგრამით განხორციელებული თავდასხმისა და საფრთხის გასანეიტრალებლად თავისი სისტემები ინტერნეტიდან მოხსნა - რის გამოც შეჩერდა მილსადენის მუშაობა და შეფერხდა ზოგიერთი კომპიუტერული სისტემა. Colonial Pipeline-ი არ აკონკრეტებს, რა იყო თავდასხმის მოთხოვნა, ან ვისზე არსებობს ეჭვი.

თავდასხმა განხორციელდა ე.წ. გამომძალველი პროგრამით, რომლის დროსაც მსხვერპლის მონაცემები კოდირებული ხდება, რაც შეუძლებელს ხდის ფაილების და სისტემების გამოყენებას. ბოროტმოქმედები შემდეგ ფულს ითხოვენ კოდის მოხსნის სანაცვლოდ.

Colonial Pipeline-ს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოხმარებული საწვავის 45 პროცენტამდე გადააქვს.

XS
SM
MD
LG