Accessibility links

site logo site logo

ჰამასმა შვიდი რაკეტა ისროლა ისრაელში, ალ-აქსას მეჩეთთან მიმდინარე შეტაკებების ფონზე


ჰამასის ექსტრემისტებმა ღაზის სექტორიდან 10 მაისს იერუსალიმისკენ რაკეტები ისროლეს, რითიც კიდევ უფრო გაღრმავდა დაძაბულობა, პალესტინელ დემონსტრანტებს და ისრაელის პოლიციას შორის რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებების ფონზე.

იერუსალიმში და ღაზასთან საზღვრის ახლოს ისმოდა გამაფრთხილებელი სირენა, მას შემდეგ, რაც რაკეტები ისროლეს ახალ შეტაკებებში 300-ზე მეტი პალესტინელის დაშავების გამო.

ისრაელის არმიის განცხადებით, ღაზიდან ისრაელის ტერიტორიისკენ შვიდი რაკეტა ისროლეს, და ერთ-ერთი თავდაცვის სისტემამ ჰაერშივე მოიგერია. ერთი რაკეტა დაეცა სამოქალაქო პირების მანქანას სამხრეთ ისრაელში, რის შედეგადაც დაშავდა ერთი ადამიანი - აცხადებს ისრაელის არმია.

ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ამბობს, რომ რაკეტები მას შემდეგ ისროლა, რაც ისრაელს ულტიმატუმი წაუყენა ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათამდე გაეყვანა თავისი ძალები ალ-აქსადან და იერუსალიმის სხვა ადგილებიდან. პალესტინური მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ჰამასმა რაკეტები ისროლა, ისრაელმა ჩრდილოეთ ღაზაზე განახორციელა საჰაერო იერიში, რასაც ადამიანების დაშავება მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG