Accessibility links

site logo site logo

ფაქტებით სავსე ქალაქი


თბილისი ფაქტებით სავსე ქალაქია. იმდენად არა, მარა უბანში ერთი მისამართი დევს, რისი, მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება ტისკი იყოს, შეიძლება ემ-დი, გაშიც, ჰეროინიც შეიძლება, მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს, დაინტერესებული ყველაფერს იპოვის, მთავარია, რომ ბევრი არ არის, მაგრამ ბევრი ჩალიჩობს. ეს ჩალიჩი ობშიაკის შეკვრაშიც შეიძლება გამოიხატოს, შეიძლება სასოწარკვეთაში, ეს ხომ ძაან მაგარია, ტიპებს ფული არ აქვთ, მარა ჩალიჩობენ, ფულსაც ჩალიჩობენ მანამ რამე მოხდება, შეიძლება არ მოხდეს, მარა ამის მომსწრე ხდები, ჩალიჩის მომსწრე, თან საკმაოდ ხშირად.

ხოდა, მთავარი პრობლემა რაშია... მე მგონია, იმაშია, რომ ფული არ გვაქვს.

მერე კიდევ წუწუნებენ ეს ბებრები, და ვერც გაუტრაკებ, სწორად იჯმეინებიან იმიტომ, რომ არაფერი არ გამოდის. ადრე მართლა შეიძლება რამე გამოსულიყო (კომუნიზმის პროპაგანდაში რომ არ ჩამომერთვას, არ განვავრცობ). დღეს კი სულ იგივე ბითური რჩები, ხინკლის ჭამამდე რაც იყავი, იგივე ხარ, ძაან თუ არ მოინდომე. ადამიანების უმრავლესობას კი არ შეუძლია, უფრო სწორად, არ სურს ეს ძაან მონდომებები (რასაც განათლების სისტემაში ასე ვულგარულად ნერგავდნენ ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ბოვშების გონებაში, არიქა და ლიდერი უნდა იყვეო). უმრავლესობას სამსახური უნდა, სტაბილური, ისეთი შემოსავლით რო ჭამა და დასვენება და ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეიძლებოდეს.

ხინკალი ვახსენეთ და საინტერესო თემაა. იტოგში, რესტორანში რომ წახვიდე დღის ბოლოს, დღის ანაზღაურება არ ეყოფა, ერთი სამი კვირის ხელფასი უნდა შეაგროვო, ხინკალი ლარი და ოცდაათი გახდა. ფაქტობრივად, ერთი მოლხენა, ერთი თვის ხელფასის ორი მესამედია უმრავლესობისთვის. ხოდა, სხვანაირად უნდა იყოს და შეუძლებელია შეიცვალოს. გარემოპირობები ყველანაირ შანსს კლავს. რატო? გავმეორდები და ფული არ გვაქვს, ხელზე არაფერი გვრჩება. რაიმეს შეცვლა თუ გვინდა, ფული უნდა გაგვიჩნდეს.

ხალხიც მერე დაინახავს, რომ პრობლემა მწვანე მათრობელა ბალახებში და სხვადასხვა ფხვნილებში კიარ ყოფილა, იმაში იყო, რომ სხვა რამისთვის არ რჩებოდა არაფერი. ძაან მარტივად, როგორც რესტორანში წასვლის მერე არ რჩება. აქვე მეორე პრობლემას აღვნიშნავ, საქართველოში, ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ძალიან ძვირი ღირს თრობის საშუალებები. ევროსა და დოლარის ლარის მიმართებით ქცევები რომ არ გავიხსენოთ, შეფარდებით ერთი ოთხთან, მარტო მასშტაბია შოკისმომგვრელი. გერმანელებს კაი სიტყვა აქვთ “Gehalt”, მაგათთან მორფოლოგიაში როგორაა საქმეთწყობა, მე არ ვიცი, მარა ჩემთვის „დაჭერილად“ ითარგმნება, ქართულად კი ამ საზრისს საუკეთესოდ „კუში“ გამოხატავს. ხელფასს ვერანაირად ვერ უწოდებ იმას, რისი საშუალო ანათვალიც თვეზე, გრეჩიხასა და ზეთში არ გყოფნის. ცხოვრებისთვის კაი კუში გჭირდება იმიტომ, რომ ხელფასით ვერ იცხოვრებ.

დაჭერა და კუში ვახსენეთ და აქვე ონლაინ კაზინოებიც უნდა ამოტივტივებულიყო ჭეშმარიტი ქართველისთვის სადმე, მნიშვნელობის თეორიებში ჩაძირვის გარეშეც ესე მუშაობს. ბევრს გაუგონია ალბათ, რომ არსებობს ორი ტიპის მოთამაშე: ვინც გართობისთვის თამაშობს და ვინც თამაშობს, რომ მოიგოს. ამ უკანასკნელში ორაზროვნება რომ ავიცილოთ, კიდევ ორ კატეგორიად ჩავშალოთ. ერთია შიკარნი ჯეიმს ბონდი ტიპები, ვინც მოსაგებადაა მოსული საერთოდ დედამიწაზე და დუხზე ფოლდავენ თანამოთამაშეები და მეორე, ესაა ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი, რომელიც თამაშობს, იმიტომ რომ არაფერი არ აქვს და რაც აქვს, ეგეც არაფერს ნიშნავს. ერთნაირად აერთიანებს ონლაინ კაზინოები ახალგაზრდა თბილისელ გაბოს, რომელსაც ათი ლარი დაუტოვეს მშობლებმა და შუახნის ასაკს კაი ხნის გადაცილებულ ხაშურელ ნუგზარს, რომელიც 12 საათი სვარჩიკობდა და 20 ლარი მისცეს. და თქვენი აზრით მათ ამ თანხების გაორმაგება დააკმაყოფილებთ? ეს გაორმაგებულიც კი არაფრის ტოლფასი იქნება. საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ შეტანილი თანხის გაათმაგება მინიმალური პრერეკვიზიტია.

მაღალი მოთხოვნილებებია? კიდევ რა მინდა? კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ფული არ გვაქვს. და თუ თქვენ თქვენს კანზე ჯერ კიდევ ვერ გრძნობთ ამ ფაქტს, გადავხედოთ პროდუქტების ფასს და ფასების ზრდის პროგრესიებს. და თუ არა, კიდევ დაიცადეთ, სულ ცოტახანი დარჩენია ჩვენს ბედკრულ ქვეყანას.

კაი, მე ახალგაზრდა კაცი ვარ, არც ისე მარა მშობლები ჯერ კიდევ მაჭმევენ. მაგრამ მარტო ჭამა ხო არაა ეს ოხერი? სულ მინიმუმ გოგო ხო უნდა დაპატიჟო კაფეში? კაი, პლატონური სიყვარულით კმაყოფილდები და სევდას თრობაში ახრჩობ, ლიტრა არაყი და ლიტრა წვენი ფუფუნების საგანია ჩვენში. ლიტრა არაყი კაკ-მინიმუმ 40 ლარი ღირს, ლიტრა წვენი 8 ლარი, სიგარეტი 7 ქართული ვალუტა. 60 ლარი უნდა გედოს, პახაობის პერსპექტივით. 60 ლარი სამი დღის ანაზღაურებაც შეიძლება არ იყოს უმრავლესობისთვის. მოსაწევი გინდა? გრამი 80 ლარი, აჰაჰაჰ. კიდე რამის თქმაა საჭირო?

მაინც ვიტყვი. ისევ გერმანიაში მინიმალურ ანაზღაურებაზე მომუშავე ადამიანს 40 საათზე 1500 ევრო გრჩება ხელში „დაჭერილი“. დღეში დაახლოებით 80 ევროზე მუშაობ. არაყი გინდა? ათი ევრო, ჩვენში 50 ლარიანი აბსოლუტისთვის. წვენი გინდა? ერთი ევრო. მოსაწევი? გრამი 10 ევრო. ხოდა დღის ანაზღაურებიდან 60 ევრო ისევ გიდევს ჯიბეში. გარეთაც შეჭამ და კიდევ დაგრჩება. ჩვენში აღქმული ბოჰემური ცხოვრება იქ საქმიანი ყოველდღიურობის ნაწილია, პრობლემებს ყველგან იწვევს, მაგრამ აბა რა შედარებაა. სად დღის ანაზღაურების ნახევარის გაფლანგვა და სად ორი თვის ხელფასის, იგივე სიამოვნებისთვის.

ვისი ბრალია ეს ყველაფერი? ამ დღეში რო ვართ სრულიად ერი ახალგაზრდა-შუახნიან-ბებერიანა. რა ჭირი გვეცა? ვიფიქროთ ამაზე, მკითხველო. მაგრამ ბევრსაც ნუ ვიფიქრებთ, პასუხები ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ოღონდ ერთმანეთს მოვუსმინოთ ხოლმე და არა „კოსწუმიანებს“.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG