Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნია: უკვე ვართ პიკურ პერიოდში, რომელიც, სავარაუდოდ, ორი კვირა გაგრძელდება


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველო ახლა კორონავირუსის ეპიდემიის პიკურ ეტაპზეა. ვირუსის მესამე ტალღაზე გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

"საშუალო მაჩვენებელი მერყეობს 1500-დან 2000-მდე. გარკვეულწილად, კარგია, რომ არ არის ნახტომისებური მატება. საერთაშორისო მოდელირების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ვართ პიკურ პერიოდში, რომელიც, სავარაუდოდ, ორი კვირა გაგრძელდება", - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 6000-მდე საწოლია მობილიზებულია, მათგან 2800-ზე მეტი თბილისშია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 324 256 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 303 679 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 4 336 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 65 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 775 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4296 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG