Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია ამბობს, რომ გიორგი გახარია გადადგომით პასუხისმგებლობას გაექცა


"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გადადგომით პასუხისმგებლობას გაექცა. ამის შესახებ მელიამ პარტიის ოფისში მისვლის შემდეგ განაცხადა.

"რა ვიცი, ბატონი გახარია სწორად როგორ მოიქცა, პრემიერ-მინისტრი სწორად როგორ იქცევა, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობას?!" - განაცხადა მელიამ.

გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციის დაწყებამდე დატოვა. მიზეზად მან ამ საკითხზე გუნდთან უთანხმოება დაასახელა. მელია ახალი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან რამდენიმე საათში, 23 თებერვალს საპოლიციო ძალების გამოყენებით დააკავეს. მიზეზი სასამართლოს შეფარდებული გირაოს არგადახდა იყო.

ნიკა მელიამ საპატიმრო გუშინ, 10 მაისს ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს შემდეგ დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG