Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​კორონავირუსის ვაქცინაზე დასარეგისტრირებელ ვებსაიტზე შეფერხებაა   


ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინპლატფორმა booking.moh.gov.ge ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დარეგისტრირება შეუძლებელია. 12 მაისს, 20:00 საათზე, უნდა დაწყებულიყო „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრის (NCDC) პრესსამსახურში ვებსაიტის შეფერხების სავარაუდო მიზეზად მომხმარებლის რაოდენობის ზრდა დაასახელეს. პრესსამსახური ოფიციალურ განმარტებას ხვალ, 13 მაისს, გეგმავს.

12 მაისიდან შეჩერდა „სინოფარმის" ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია. „სინოფარმის“ ვაქცინის დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა. სამედიცინო დაწესებულებას კი მოქალაქეები ირჩევენ სურვილისამებრ.

20:00 საათიდან შესაბამის პორტალზე რეგისტრაცია ასევე შესაძლებელი უნდა ყოფილიყო „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცინაზე მოქალაქეებისთვის 45 წლიდან.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.

დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. ამ უკანასკნელით პირველი დოზით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG