Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა კასრაძე: არავინ დარჩება მისთვის განკუთვნილი მეორე დოზის გარეშე


ანა კასრაძე
ანა კასრაძე

NCDC-ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე განმარტავს კორონავირუსის ვაქცინაზე დასარეგისტრირებელ ვებსაიტზე შეფერხების მიზეზს.

„დროებითი ტექნიკური შეფერხებაა რეგისტრაციის ვებგვერდზე, რომელზეც მუშაობენ და მალე გასწორდება. არავინ დარჩება მისთვის განკუთვნილი მეორე დოზის გარეშე, შესაბამისად სანერვიულო არაფერია", - წერს „ფეისბუკზე" ანა კასრაძე.

ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინპლატფორმა booking.moh.gov.ge ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დარეგისტრირება შეუძლებელია. 12 მაისს, 20:00 საათზე, უნდა დაწყებულიყო „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია.

12 მაისიდან შეჩერდა „სინოფარმის" ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია. „სინოფარმის“ ვაქცინის დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა. სამედიცინო დაწესებულებას კი მოქალაქეები ირჩევენ სურვილისამებრ.

20:00 საათიდან შესაბამის პორტალზე რეგისტრაცია ასევე შესაძლებელი უნდა ყოფილიყო „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცინაზე მოქალაქეებისთვის 45 წლიდან.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.

დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. ამ უკანასკნელით პირველი დოზით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყო.

XS
SM
MD
LG