Accessibility links

site logo site logo

ლიეტუვა საქართველოს 15 ათას დოზა ვაქცინას აჩუქებს


ლიეტუვა საქართველოს 15 ათას დოზა ვაქცინას აჩუქებს. ინფორმაციას ტვიტერის საშუალებით საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ავრცელებს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელი ვაქცინის ჩუქებაზეა საუბარი.

ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ჯამში 200 ათას ვაქცინას აჩუქებს. აქედან 100 ათას დოზას უკრაინა მიიღებს, 11 ათასს კი - მოლდოვა.

"ვიმედოვნებთ, ევროპაში ჩვენი პარტნიორებიც შეუერთდებიან სოლიდარობას", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიღებული საჩუქრის გამო მადლლბას უხდის ლიეტუვას.

"ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ვაქცინის დამატებით დოზებზე. სოლიდარობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასეთ რთულ პერიოდებში".

18 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაცია საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. თუმცა, ამ დროის მონაცემებით, "სინოფარმის" ვაქცინის პირველი დოზისთვის მარაგები ამოწორულია და მხოლოდ მეორე დოზაზე რეგისტრაციაა შესაძლებელი.

დღევანდელი მდგომარეობით, პირველ აცრაზე დარეგისტრირება მხოლოდ "ასტრაზენეკაზეა" შესაძლებელი, თუმცა მხოლოდ 45 წელს გადაცილებული პირებისთის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG