Accessibility links

site logo site logo

20 ათასზე მეტი ადამიანი "კომენდანტის საათის" გაუქმების პეტიციას ხელს აწერს


უკვე 20 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვს მანიფესტს, რომლითაც მოქალაქეები "კომენდანტის საათის" გაუქმებას მოითხოვენ. მათი თქმით, გადაადგილების შეზღუდვის პირობებში ვირუსის გავრცელებისთვის აუცილებელი პირობის - დისტანციის დაცვა - შეუძლებელი ხდება. პეტიცია უკვე რამდენიმე დღეა არსებობს.

"საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი ვირუსი, გავრცელების ყოველ ჯერზე, ხდება უფრო მეტად გავრცელებადი, რაც საყოველთაო ჩაკეტვებს არაეფექტიანს ხდის. ასევე, უცნობია მეცნიერულად დადასტურებული შემთხვევები, როდესაც ვირუსის სწრაფი გავრცელებისას ფატალობის ხარისხის პირდაპირპროპორციული ზრდა ფიქსირდება... მნიშვნელოვანია, გაუქმდეს კომენდანტის საათი, მაგრამ, გაძლიერდეს საგანმანათლებლო კამპანია, გაუმჯობესდეს რისკ-ჯგუფების მეთვალყურეობის ღონისძიებები და დაჩქარდეს საყოველთაო ვაქცინაცია", - ვკითხულობთ პეტიციაში.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ამ საკითხს ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით გადახედავენ.

"ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ საკოორდინაციო საბჭოზე, რომ როგორც კი დავინახავთ, ჩვენ მესამე ტალღა გადავლახეთ და უკეთესობისკენ მივდივართ, პირველივე შესაძლებლობისას შევამცირებთ ამ შეზღუდვებს, მოვხსნით შეზღუდვას შაბათ-კვირას რესტორნებზე და არსებითად გადავხედავთ კომენდანტის საათს", - ამბობს თურნავა.

საქართველოში უკვე 6 თვე ხდება, რაც "კომენდანტის საათი" მოქმედებს. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩებში გადაადგილება აკრძალულია, წესის დარღვევისთვის პირი 2000 ლარით ჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG