Accessibility links

site logo site logo

ისრაელი აცხადებს, რომ განადგურებულია „ჰამასის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ოფისი


ისრაელის არმია იუწყება, რომ წარმატებული ავიაიერიშის შედეგად გაანადგურა დაჯგუფება „ჰამასის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ტაუფიკ აბუ ნაიმას ოფისი. ისრაელის მტკიცებით, შენობა გამოიყენებოდა მოძრაობის სამხედრო ინფრასტრუქტურის სამართავად.

ისრაელის არმიის და "ჰამასის" და პალესტინელთა სხვა დაჯგუფებების შეიარაღებული დაპირისპირება თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელთა ოჯახების გასახლება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 13 მაისს საღამოს, საგანგებო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ისრაელის სახელმწიფოს სიმშვიდისა და უსაფრთხოების აღსადგენად. ნეთანიაჰუს თქმით, „ჰამასს“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ისრაელზე თავდასხმა ძვირად დაუჯდებათ.

კონფლიქტის განმავლობაში პალესტინის მხარეს, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა სულ მცირე 140 ადამიანი, ისრაელი იუწყება 9 ადამიანის დაღუპვის შესახებ.

დაღუპულთა შორის არის 36 ბავშვი, ამის შესახებ წინა დღით განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ჯულიეტ ტუმამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG