Accessibility links

site logo site logo

უკრაინაში მინისტრთა კაბინეტს, სავარაუდოდ, სამი მინისტრი ტოვებს




უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა, საკანონმდებლო ორგანოს მიმართა წადგინებით ჯანდაცვის მინისტრის, მაქსიმ სტეპანოვის, თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. ინფორმაცია ამის შესახებ ვერხოვნა რადას პრესმდივანმა, ოლგა ტუნიმ, ფეისბუკით გაავრცელა.

ამ გადაწყვეტილების კომენტარი არ გაუკეთებია არც დენის შმიჰალს და არც მაქსიმ სტეპანოვს.

ჯანდაცვის მინისტრად სტეპანოვი 2020 წლის 30 მარტს დაინიშნა და მაშინვე პოლიტიკური ძალების კრიტიკის ობიექტად იქცა.

სტეპანოვის მიმართ მთავრი უკმაყოფილების მიზეზად სახელდებოდა გაზრდილი ფასით მედიკოსთა დამცავის კოსტიუმების შესყიდვა და კორონავირუსის წინააღმდეგ არადამაკმაყოფილებელი ბრძოლა.

14 მაისს ცნობილი გახდა, რომ უკრიანის ვერხოვნა რადას თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა ეკონომიკის, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მინისტრმა, იგორ პეტრაშკამ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვლადისლავ კრიკლიიმ.


მაგრამ თავად მინისტრებს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ თანამდებობიდან წასვლის განზრახვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG