Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონ ევროს მიიღებს


"დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყანა მიიღებს შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის. პროექტი ითვალისწინებს სწრაფი გადახდების ახალი, ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე მინდა განმარტება გავაკეთო, რომ ეს შეთანხმება ფინანსურ დახმარებაზე იქნა მიღწეული ფინანსთა მინისტრის უშუალო ჩართულობით, ასევე ჩართული იყო ეკონომიკის მინისტრი. მსოფლიო ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო 11 მაისს" - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

მსოფლიო ბანკისგან მიღებულ ახალ დახმარებას ადმინისტრირებას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ი, "აწარმოე საქართველოსთვის" გაუწევს.

XS
SM
MD
LG