Accessibility links

site logo site logo

სოზარ სუბარი დმანისში დაპირისპირებაზე: შევხვდებით ყველას, საღამოსთვის ყველაფერი იქნება დალაგებული


"დაპირისპირება მოხდა ყოფით ნიადაგზე, მოჰყვა ძალიან ცუდი ესკალაცია. ამ ესკალაციაში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, ვხვდებით ყველა მხარეს, სიტუაცია დამშვიდებულია, კიდევ უფრო დამშვიდდება. წუხანდელთან დაკავშირებით ყველა ადამიანი არის დაკითხული, მთელი ინფორმაცია არის მოგროვებული, იგივე ვითარება არის დღევანდელთან დაკავშირებით, ხდება ინფორმაციის მოპოვება და მოხდება ყველას გამოკითხვა. დაპირისპირებული მხარეები არ არსებობს, მიდის მუშაობა, მე, სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი მივდივართ ერთ ნაწილთან, სხვა ნაწილთან სხვები მუშაობენ", - ეს არის განცხადება, რომელიც დმანისში დაპირისპირების შემდეგ ჩასულმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა გააკეთა. განცხადებას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა დმანისის პოლიციის შენობაში, რომელსაც ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი, მხარის გუბერნატორი, სამხარეო პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელი და სხვა პირები. სოზარ სუბარის თქმით, დეპუტატები შეხვედრის შემდეგ მოსახლეობაში გავლენ და მათთან შეხვედრებს გამართავენ და "საღამოს ყველაფერი იქნება დალაგებული".

"ყველამ ძალიან კარგად იცის, რაც მოხდა, იყოს არასწორი, მოჰყვა წუთიერ გაუგებრობას და დაწყნარდება ყველაფერი", - ამბობს სოზარ სუბარი.

დღეს დილიდან დაძაბულობა და სამართალდამცველების მობილიზებაა დმანისში, საიდანაც გუშინ მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ უსწორდებიან ერთმანეთს ხელკეტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით (თოხი, ურო) შეირაღებული პირები ერთმანეთს. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს დმანისში ეთნიკურად ქართველი, სვანი ეკომიგრანტების და ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორი ჯგუფის დაპირისპირება ფიზიკური დაპირისპირება. ხელჩართულ ჩხუბში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებს ურტყამენ - ადგილობრივი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლების მომხდარ ჩხუბში ეთნიკურ მოტივს გამორიცხავენ, თუმცა მედიასთან კომენტარებში ისმის ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზები. ადგილობრივები დაძაბულობის ესკალაციაში გარკვეულწილად მედიასაც ადანაშაულებენ და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას არასაკმარისად მიიჩნევენ.

პოლიციამ დმანისის შესასვლელი გადაკეტა
please wait

No media source currently available

0:00 0:00:27 0:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე დაძაბულობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ყველას მოუწოდებს სიმშვიდისკენ იმისათვის, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG