Accessibility links

site logo site logo

ისრაელი აცხადებს, რომ საჰაერო იერიშით ღაზაში გვირაბები განადგურდა


ისრაელის არმია აცხადებს, რომ 17 მაისს ინტენსიური საჰაერო იერიში განახორციელა ღაზის სექტორზე და გაანადგურა ექსტრემისტების 15 კილომეტრის სიგრძის გვირაბები, ისევე, როგორც "ჰამასის" მეთაურების ცხრა სახლი.

ქალაქ ღაზაში ძლიერად დაზიანდა სამსართულიანი სახლი, რომლის მოსახლეობა აცხადებს, რომ ისრაელმა ისინი იერიშამდე 10 წუთით ადრე გააფრთხილა და მათ შენობა დატოვეს. საჰაერო იერიშის ბოლო ტალღის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ექსტრემისტებმა გასულ ღამეს ისრაელის მიმართულებით ისროლეს 60-მდე რაკეტა, რაც ნაკლებია წინა ღამეების დროს ნასროლ, 120 და 200 რაკეტასთან შედარებით.

ისრაელის არმიის და "ჰამასის" და პალესტინელთა სხვა დაჯგუფებების შეიარაღებული დაპირისპირება ერთი კვირის წინ განახლდა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელების რამდენიმე ოჯახის გასახლება. ამ გადაწყვეტილებას იერუსალიმში მოჰყვა საპროტესტო აქციები და მასობრივი არეულობა. პალესტინელთა შეიარაღებულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ გამოაცხადა, რომ იერუსალიმს დაიცავს და 10 მაისს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მიიტანა სარაკეტო იერიში, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალების საპასუხო შეტევა მოჰყვა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ კვირაში, ღაზის სექტორში დაიღუპა 192 ადამიანი. ისრაელის მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე დაღუპულია 10.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG