Accessibility links

site logo site logo

ლილუაშვილი ადასტურებს დმანისის დაპირისპირებაში მონაწილეთა ნაწილის დაკავებას 


გრიგოლ ლილუაშვილი

დმანისში მყოფი სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ ამჟამად ქალაქში მშვიდი ვითარებაა. მისი თქმით, მხარეებთან მუშაობენ შესაბამისი პირები. „რა თქმა უნდა, არიან დაკავებულები", - აღნიშნა მან. შეკითხვაზე, ორივე მხრიდან?, ლილუაშვილი პასუხობს: „ვერ დაგიდასტურებთ. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, მის ფარგლებში, ვინც იკვეთება დამნაშავე პირები..."

17 მაისს დილიდან დაძაბულობა და სამართალდამცველების მობილიზებაა დმანისში, საიდანაც გუშინ მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ უსწორდებიან ერთმანეთს ხელკეტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით (თოხი, ურო) შეირაღებული პირები ერთმანეთს. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს დმანისში ეთნიკურად ქართველი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორი ჯგუფის ფიზიკური დაპირისპირება. ხელჩართულ ჩხუბში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებს ურტყამენ - ადგილობრივი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლების მომხდარ ჩხუბში ეთნიკურ მოტივს გამორიცხავენ, თუმცა მედიასთან კომენტარებში ისმის ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზები. ადგილობრივები დაძაბულობის ესკალაციაში გარკვეულწილად მედიასაც ადანაშაულებენ და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას არასაკმარისად მიიჩნევენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე დაძაბულობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ყველას მოუწოდებს სიმშვიდისკენ იმისათვის, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG