Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის სამინისტრო 135 000 ლარს დახარჯავს 26 მაისს გალა-კონცერტის მოწყობაში


კულტურის სამინისტრო 135 768.28 ლარს დახარჯავს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული გალა-კონცერტის ორგანიზებაში, რომელშიც 8 მოწვეული არტისტი და გორის ქალთა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შესყიდვას სამინისტრო გამარტივებული წესით ახორციელებს და დაჩქარებულ პროცედურას ხსნის იმით, რომ 26 მაისის აღნიშვნა სამინისტროს დაევალა მთავრობის განკარგულებით, რომელიც 14 მაისს გამოიცა.

გალა-კონცერტის გარდა, რომელსაც კულტურის სამინისტრო აორგანიზებს, 26 მაისს გაიმართება ასევე ფიცის მიღება ახალწვეულებისგან, გადაიკეტება თავისუფლების მოედანი თბილისში და ამ დღეს მოხდება გენერალ გიორგი კვინიტაძის გადმოსვენებაც საფრანგეთიდან საქართველოში.

ამავე დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მაშტაბით 12 მუნიციპალიტეტის დროშებითა და ბანერებით მორთვაში 148 178 ლარს დახარჯავს. საზეიმოდ მოირთვება შემდეგი მუნიციპალიტეტები: თელავი, მცხეთა, ოზურგეთი, ახალციხე, ახალქალაქი, ამბროლაური, მარნეული, ფოთი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG