Accessibility links

site logo site logo

ფინანსთა სამინისტრო Facebook-ზე რეკლამისთვის 7 თვეში 40 000 ლარს დახარჯავს


ფინანსთა სამინისტრო Facebook-სა და Google-ის საძიებო სისტემაში რეკლამისთვის 7 თვეში, 2021 წლის 31 დეკემბრამდე 40 000 ლარს დახარჯავს. სახელმწიფო შესყიდვის სისტემაში ხარჯის დასაბუთებისას ნათქვამია, რომ შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს როლის, მისი სახელმწიფო პოლიტიკის, პრიორიტეტების და ეკონომიკური რეფორმების ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით.

შესყიდვის საფუძველი მინისტრ ლაშა ხუციშვილის 18 მაისს გამოცემული ბრძანებაა.

"შესყიდვის საჭიროება გამომდინარეობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან, კერძოდ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ პროგრამებს, პროექტებსა და სხვადასხვა სახის ღონისძიებებსა თუ აქტივობებს, ასევე სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებსა და მის კომპეტენციას დაქვემდებარებულ საკითხებზე სხვადასხვა ნორმატიულ აქტებს. ზემოხსენებულის შესახებ სწორი და დროული ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია სწორი მოლოდინების ფორმირებისთვის, რაც თავის მხრივ ეკონომიკური აქტივობების დაგეგმვის ერთ-ერთ ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს (რეალური და დროულად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, გადამწყვეტი მნიშნელობისაა სწორი მოლოდინების ფორმირებისათვის, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესს, მისი საქმიანობა დაგეგმოს არსებული რეალობის ადეკვატურად).


გამომდინარე იქიდან, რომ დღეის მდგომარეობით, სოციალური ქსელები ინფორმაციის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს, ამავდროულად ამ სისტემის მუშაობის პრინციპების გათვალისწინებით, გამოწვევად რჩება ცრუ, არასწორი, არასწორად ინტერპრეტირებული და ა.შ. ინფორმაციის შეუზღუდავად გავრცელება. მოცემული გამოწვევის პასუხად, საჭიროა იგივე არხებით განხორციელდეს სწორი და ობიექტური ინფორმაციის გავრცელება, რაც შესაძლებელია როგორც სამინისტროს ოფიციალური პროფილის, ასევე აღნიშნულ სივრცეებში არსებული სარეკლამო ხაზების საშუალებით. არასწორი ინფორმაციის გავრცელების წყაროები შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით იყოს, მაშინ, როცა სამინისტროს ოფიციალური პროფილი (კონკრეტული ქსელისათვის) ერთია და რაც არასწორი ინფორმაციის მრავალი წყაროს საპირწონედ, შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს. აღნიშნული პრობლემის დაძლევა შესაძლებელია ამავე ქსელებში მიზნობრივი სარეკლამო კამპანიის წარმოებით", - წერია შესყიდვის დასაბუთებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG