Accessibility links

site logo site logo

ფრიდონ ინჯია უარყოფს „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო კომისიის წევრის „მისაკუთრებას“


ფრიდონ ინჯია „კატეგორიულად არ ეთანხმება“ ირმა ინაშვილის განცხადებას, თითქოს მისი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ცდილობდეს, მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის“ კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში.

„პატრიოტთა ალიანსს ჰყავდა წარმომადგენელი ცესკოში, რომელსაც 2020 წლის არჩევნებზე მიღებული შედეგებიდან და მოქმედი კანონიდან გამომდინარე, ცესკოს წევრობის უფლებამოსილება გასული წლის დეკემბრის თვეში შეუწყდა, რა გადაწყვეტილებაც არანაირად არ იყო და ვერ იქნებოდა დაკავშირებული ევროპელ სოციალისტებთან“, - აცხადებს პარტია და ამატებს: „აქედან გამომდინარე, ყველა ის ბრალდება, რომელიც ისმის „ევროპელი სოციალისტების“ მიმართ, მიგვაჩნია უსაფუძვლო და უსამართლო“.

ირმა ინაშვილმა 19 მაისს განაცხადა, რომ მისი ყოფილი თანაპარტიელი ფრიდონ ინჯია „იჩენს სიწუწკეს“ და ცდილობს, მიისაკუთროს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი საარჩევნო კომისიაში.

ფრიდონ ინჯია პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მოხვდა, თუმცა შემდეგ დატოვა ეს პარტია და დააფუძნა ახალი „ევროპელი სოციალისტები“.

ინაშვილის მტკიცებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტით, საარჩევნო კომისიებში წევრი ეკუთვნის იმ პარტიას, რომელმაც მიიღო „სრულფასოვანი მონაწილეობა არჩევნებში“ და გადალახა ბარიერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG