Accessibility links

site logo site logo

მე-12 კლასელებმა სკოლაში სწავლა დაასრულეს


საქართველოს საჯარო სკოლების მე-12 კლასელებისთვის სასწავლო პროცესი დღეს, 20 მაისს დასრულდა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მეორე სასწავლო წელია სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი პრევენციული წესების დაცვით და პერიოდულად დისტანციური რეჟიმით მიმდინარეობს.

„თქვენ განსაკუთრებული ახალგაზრდები ხართ. მაშინ, როცა პანდემიამ მკვეთრად შეცვალა ყველა ჩვენგანის ცხოვრება, თქვენ გაუმკლავდით მოულოდნელ სირთულეებს და წარმატებით დაასრულეთ სწავლა. ეს დიდი გამოცდილება აუცილებლად იქონიებს დადებით გავლენას თქვენს მომავალზე და, დარწმუნებული ვარ, ცხოვრების გზაზე გაჩენილ ყველა გამოწვევას შესაძლებლობად აქცევთ“, - ასე მიულოცა დღეს მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

საქართველოში სკოლის დამთავრების „ბოლო ზარით“ აღნიშვნის ტრადიცია არსებობს. კორონავირუსის ეპიდემიის გამო, განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გაუგზავნა რეკომენდაცია, რომლის თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG