Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ყველაზე მკაცრი სასჯელი გამოიტანეს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის


ევგენი ესენოვი
ევგენი ესენოვი

20 მაისს მოსკოვის სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა პუშკინის მოედანზე ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისათვის დაკავებულ ევგენი ესენოვს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო ხელისუფლების წარმომადგენელზე ხელის აღმართვაში.

სასამართლოს ვერსიით ესენოვმა „რამდენჯერმე თავის არეში მიაყენა დარტყმა მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ სამარტალდამცველს.“ მსჯავრდებული 4 წელს საერთო რეჟიმის კოლონიაში გაატარებს.


ეს არის ჯერჯერობით ყველაზე მკაცრი სანქცია, რაც ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეთა მიმართ სასამართლომ გამოიტანა.


23 და 31 იანვარს რუსეთის ასზე მეტ ქალაქში გაიმართა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი მასობრივი გამოსვლები. მიტინგები გაიმართა 2 თებერვალსაც, მას შემდეგ, რაც მოსკოვის სასამართლომ ნავალნი კოლონიაში პატიმრობის მოსახდელად გაგზავნა. საპროტესტო აქციების შედეგად დაკავებულია 10 ათასზე მეტი ადამიანი. ასობით ადამიანის მიმართ გამოიყენეს ადმინისტრაციული პატიმრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG