Accessibility links

site logo site logo

ცხინვალელი "საერთაშორისო დამკვირვებლები" სირიაში მიდიან


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები სირიაში მიემგზავრებიან საპრეზიდენტო არჩევნებზე „საერთაშორისო დამკვირვებლების“ სტატუსით.

დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, ალან ტადტაევმა სააგენტო „რეს“-ს განუცხადა, რომ 6-წევრიან დელეგაციაში არიან ადგილობრივი პარლამენტის, შსს-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ისინი სირიაში ხვალ, 22 მაისს გაემგზავრებიან.

სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 26 მაისს ჩატარდება, მონაწილეობს სამი კანდიდატი, მათ შორის რეჟიმის ამჟამინდელი ლიდერი ბაშარ ასადი.

რუსეთის მოკავშირე სირიის რეჟიმმა საქართველოს ორი რეგიონის - ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ 2018 წლის მაისში აღიარა.

ამ კვირაში, სირიაში „ოფიციალური ვიზიტით“ იმყოფებოდა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG