Accessibility links

site logo site logo

ბოსნიელ სერბებს სურთ, სრებრენიცის მთავარ ქუჩას პეტერ ჰანდკეს სახელი მიანიჭონ


სრებრენიცის მთავარი ქუჩა

ბოსნიის ქალაქ სრებრენიცის ადგილობრივი მმართველობა განიხილავს, მიანიჭოს თუ არა ქალაქის მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალს ავსტრიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატ პეტერ ჰანდკეს სახელი. ჰანდკე სერბების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების აპოლოგეტად არის ცნობილი.

სრებრენიცაში, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბულ ერთეულში, რეპუბლიკა სრპსკაში მდებარეობს, ბოსნიელ სერბთა ძალებმა 1995 წელს 8000-ზე მეტი მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს. ევროპაში ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე მასობრივი დანაშაულია. ყოფილი იუგოსლავიის საქმეების საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა მას გენოციდის კვალიფიკაცია მისცა.

ქუჩისთვის სახელის დარქმევის წინადადებით, რომელსაც 24 მაისს განიხილავენ, გამოვიდა სამოქალაქო ასოციაცია „რეპუბლიკა სრპსკას აღმოსავლური ალტერნატივა“.

ამჟამად ქუჩას იუგოსლავიის ყოფილი კომუნისტი ლიდერის, მარშალ იოსიპ ბროზ ტიტოს სახელი ეწოდება.

პეტერ ჰანდკე, რომელსაც 2019 წელს მიენიჭა ნობელის პრემია, ცნობილია, როგორც სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის პოლიტიკის მხარდამჭერი 1990-იან წლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG