Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი დავას იწყებს - მოთხოვნა რკინიგზელთა ხელფასების მატებაა


რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი რკინიგზასთან ახალ დავას იწყებს. მათი განმარტებით, კოლექტიური შრომითი დავა 21-დღიან შემათანხმებელ პროცედურას ითვალისწინებს. პროფკავშირების ინფორმაციით, დასაქმებულები ხელფასების მატებას და კოლექტიური ხელშეკრულებების საკითხის განხილვას ითხოვენ. პროფკავშირი არ გამორიცხავს რკინიგზელთა გაფიცვასაც, თუმცა მანამდე კანონით დადგენილ პროცედურას გაჰყვებიან და 21-დღიან მედიაციას მიმართავენ.

დასაქმებულების წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რკინიგზის ადმინისტრაციასთან კოლექტიური შრომითი დავის დაწყების საკითხი 23 მაისს ჩანიშნულ რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის რიგგარეშე გამგეობის სხდომაზე განიხილება.

XS
SM
MD
LG