Accessibility links

site logo site logo

შაბათს როტერდამში „ევროვიზიის“ კონკურსის ფინალი იმართება


უკრაინის წარმომადგენელი Go_A ფინალისთვის მზადებისას. 2021 წ. 21 მაისი.

დღეს ნიდერლანდის ქალაქ როტერდამის არენა Ahoy მასპინძლობს სიმღერების კონკურს „ევროვიზიის“ ფინალს, რომელშიც 19 ქვეყნის წარმომადგენლები გავიდნენ. საქართველოს წარმომადგენელი თორნიკე ყიფიანი “ევროვიზიის” ფინალში ვერ გადავიდა. ქართველმა კონკურსანტმა “ევროვიზიის” მეორე ნახევარფინალში შეასრულა სიმღერა You.

კონკურსის ფავორიტებად ითვლებიან იტალია, საფრანგეთი და მალტა. ტაჯიკური წარმოშობის მომღერალი მანიჟა რუსეთს წარმოადენს. ფინალისტთა შორის არიან ასევე აზერბაიჯანი, ბულგარეთი, მოლდოვა, სერბეთი, უკრაინა და სხვ.

ისლანდიის წარმომადგენლები, რომლებიც ფინალში გავიდნენ, წარმოდგენაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ვინაიდან ერთ-ერთ მუსიკოსს COVID-19 აღმოაჩნდა და მათ გამოსვლას ჩანაწერში აჩვენებენ.

„ევროვიზიის“ ფინალზე დასწრება მხოლოდ 3500 ადამიანს შეუძლია. ეს არენა Ahoy-ის ტევადობის დაახლოებით ერთი მეხუთედია. შარშან კონკურსი გაუქმდა კორონავირუსის პანდემიის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG