Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ველიკი ნოვგოროდში ორი პირი დააკავა ოპოზიციის შეხვედრაზე



ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთ ყრილობის დელეგატები ნოვგოროდში.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთ ყრილობის დელეგატები ნოვგოროდში.

რუსეთის პოლიციამ ველიკი ნოვგოროდში ორი პირი დააკავა ოპოზიციის წევრებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დეპუტატთა ყრილობაზე.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მოსკოვიდან, იულია გალიამიანა, და სანქტ-პეტერბურგის მუნიციპალიტეტის დეპუტატი ვიტალი ბოვარი 22 მაისს დააკავეს. პოლიციამ დაარბია სასტუმრო Amaks-ში მიმდინარე შეხვედრა და მიზეზად კორონავირუსთან დაკავშირებული წესების დარღვევა დაასახელა.

ველიკი ნოვგოროდის რეგიონის გუბერნატორმა გლებ ნიკიტინმა 20 მაისს გამოცემული ბრძანებულებით აკრძალა ერთ ოთახში 30-ზე მეტი ადამიანის შეკრება. პოლიციამ განაცხადა, რომ შეხვედრას 31 ადამიანი ესწრებოდა, თუმცა ორგანიზატორთა თქმით, ოთახში 25-ნი იყვნენ.

„ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა,“ განაცხადა გალიამინამ, რომელმაც დაკავების შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელებში.

მარტში მოსკოვში პოლიციამ 200 ადამიანი დააკავა, ძირითადად ოპოზიციის წარმომადგენლები და ადგილობრივ ხელისუფლებათა დეპუტატები. მოსკოვში დაკავებულთა შორის იყვნენ ოპოზიციის ცნობილი წარმომადგენლები და პუტინის კრიტიკოსები. გალიამინა მაშინაც დააკავეს.

XS
SM
MD
LG