Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალს ალტერნატივა არ გააჩნია“


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუკზე გამოეხმაურა „აფხაზეთის დღეს“, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინციატივით 23 მაისს აღინიშნება.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ. მინდა მივულოცო ეს დღე მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი - ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს!

აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალს ალტერნატივა არ გააჩნია. მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, დარწმუნებული ვარ, გახდება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ, ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

23 მაისი – მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს აფხაზეთის დღედაც გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG