Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: "თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია“


„ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია, თანაგუნდელებთან ერთად, თელავში, პარტიის ოფისში ადგილობრივ მხარდამჭერებს, აქტივისტებსა და რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდა.

როგორც ნიკა მელია ამბობს, შეხვედრის მიზანია სტრატეგიის შემუშავება იმისთვის, თუ როგორ უნდა იმოქმედოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უახლოეს მომავალში.

„ის, რომ დღეს ჩვენ ვართ თელავში, არის ჩემს მიერ წარმოდგენილი მოკლევადიანი გეგმის ნაწილი. როდესაც ყველა ჩვენ თანაპარტიელს და პარტნიორი პარტიების თავმჯდომარეებს შევხვდები, ამის შემდეგ გამოვაცხადებ გადაწყვეტილებას. დაუშვებელი და მიუღებელი იქნებოდა, ციხიდან გამოსვლისთანავე მეგობრებთან ერთად მიმეღო გადაწყვეტილება. მართლა ყველა სოფელში მინდა შესვლა, იმიტომ, რომ თუკი ჩვენ ვთანხმდებით, რომ საფრთხე არის ოლიგარქიული რეჟიმი, ამასთან შემრიგებლობა არ შეიძლება. ბოროტებასთან ბოლომდე ბრძოლის გარეშე, გამარჯვება არ მოიპოვება. მე თელავიდან დავიწყე შეუჩერებელი კამპანია, რომელიც დასრულდება მაშინ, როცა დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენ ხელს ვერაფერი შეგვიშლის, მათ შორის ვერც - ციხე. ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაცილებით ძლიერად ვგრძნობ თავს, ვიდრე მანამდე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ კამპანია თელავიდან დაიწყო
please wait

No media source currently available

0:00 0:02:12 0:00

თელავში იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძეც, რომლის თქმით, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს გახდება ცნობილი, ჩაერთვება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში, მანამდე კი პარტიის ლიდერები ჩავლენ საქართველოს ყველა რეგიონში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უკრაინიდან 22 მაისს დაბრუნდა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

როგორც მელიამ თბილისის აეროპორტში განაცხადა, პარტიას პარლამენტში შესვლის საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ნაციონალური მოძრაობა“ განაგრძობს კონსულტაციებს პარტიის წევრებსა და ამომრჩევლებთან „შარლ მიშელის დოკუმენტზე“ ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG