რუსთაველის თეატრის მსახიობი, ოჯახურ ძალადობაში დადანაშაულებული ბესო ზანგური ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, რომ უკრაინულ სერიალში მიხეილ სააკაშვილის როლს ასრულებს.
"Znai Nashix - უკრაინული სერიალი. ვთამაშობ მიხეილ სააკაშვილს", - წერს მსახიობი და აქვეყნებს კადრებს სერიალიდან.
ბესო ზანგურს ყოფილი ცოლი, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. ქალის თქმით, ბესო ზანგური მასზე 11 წლის წინ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა.
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში რუსთაველის თეატრმა ყველა ის სპექტაკლი მოხსნა, სადაც ბესო ზანგური თამაშობდა.
თავად მსახიობი ბესო ზანგური ძალადობას უარყოფს.