Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაბეღლავის" გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო აქციას განაგრძობენ


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში მეოთხე დღეა გრძელდება კომპანია „წყალი მარგებელის“ თანამშრომლების გაფიცვა. ისინი დაბალ ხელფასს და შრომის არასათანადო პირობებს აპროტესტებენ. გაფიცულთა მითხოვნაა შრომის ანაზღაურების გაზრდა და პირობების გაუმჯობესება.

აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა პროფკავშირების გაერთიანებამ. მისმა წარმომადგენელმა, ირაკლი მხეიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამართლიანი პროტესტის საპასუხოდ, კომპანია ცდილობს მხოლოდ ფუჭი დაპირებებით შემოიფარგლოს, თანამშრომლებს ცალ-ცალკე შეხვდეს და უარს ამბობს იურისტების მონაწილეობით შეხვედრაზე.

თავად კომპანიამ 22 მაისს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, „ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესების კანონის ჩარჩოებში მოქცევა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯი იყოს სამართლებრივად გამართული, რაც შედის როგორც დასაქმებულთა, ასევე კომპანიათა ინტერესებში. ამ ეტაპზე ხელმძღვანელებთან ერთად პროცესში ჩართულები არიან, როგორც შიდა, ასევე მოწვეული იურისტები, რათა პროცესი წარიმართოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით“.

ამავე განცხადების მიხედვით, ჰოლდინგმა 2020 წელი მნიშვნელოვანი ზარალით დაასრულა, თუმცა, „მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, დასაქმებულთა წინაშე არსებული ვალდებულებები სრულდებოდა და სრულდება შეუფერხებლად“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG