Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სარჯველაძე: ნინოწმინდის პანსიონატში შექმნილი ვითარება უნდა შეიცვალოს


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში შექმნილი ვითარება უნდა შეიცვალოს და მოვლენები ნორმალურ კალაპოტში უნდა ჩადგეს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა თქვა, რომ ინფორმაციის დახურვა და პანსიონატის ჩაკეტვა ყოველმხრივ საზიანოა, პირველ რიგში, ამ ბავშვთა სახლისთვის.

„მინდა ყველას ვთხოვო, ნურავინ ეცდება, რომ რომელიმე მხარე წარმოაჩინოს შავ ფერში და რომელიმე თეთრ ფერში. ვითარება მოითხოვს უსწრაფესად, დაუყოვნებლივ შეცვლას, სწორ, ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას. საამისოდ ყველას ძალისხმევა იქნება მნიშვნელოვანი. ეს ვითარება ვერ გაგრძელდება, ეს ვითარება უნდა შეიცვალოს და ამისთვის მზად ვართ. ჩემი მხრიდან თხოვნაა ყველას მიმართ, რომ ინფორმაციის დახურვა, ჩაკეტვა არის ყოველმხრივ საზიანო, პირველ რიგში, ამ ბავშვთა სახლისთვის, შესაბამისად, ვიზრუნოთ ყველამ, რომ ეს მდგომარეობა აღმოიფხვრას და მოვლენები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლას რამდენიმე თვეა უშდეგოდ ითხოვს სახალხო დამცველი. პანსიონი მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის ქვეშ არის და ომბუდსმენს უფლებამოსილების შესრულების საშუალებას სასულიერო პირები არ აძლევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG