Accessibility links

site logo site logo

ვარლამ გოლეთიანის თქმით, არ აპირებენ 26 მაისის ღონისძიების ჩაშლას


"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ არ აპირებენ ჩაშალონ 26 მაისს - დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები. ასე განმარტა მან გუშინდელი მოწოდება, მოქალაქეები მისულიყვნენ მათ აქციაზე და არა აღლუმზე.

"რა თქმა უნდა, მეგობრებო, არავინ გეგმავს, რომ ჩვენ გადავინაცვლებთ იქ და ღონისძიებას ხელს შევუშლით. ეს არ იყო ნაგულისხმები ჩემს სიტყვებში... როდესაც ხელისუფალი ჩვენს ინტერესებს თმობს და არ იცავს სახალხო ნებას, აბსოლუტურად გაუგებარია ამ ჩინოვნიკის მოსასმენად ადამიანი. ჩვენ ასე დავაყენეთ საკითხი..." - თქვა გოლეთიანმა.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. მანამდე 200-ზე მეტი დღის განმავლობაში ისინი აქციას რიონის ხეობაში მართავდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG