Accessibility links

site logo site logo

WHO: წინა კვირასთან შედარებით მსოფლიოში 14%-ით იკლო კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, გასულ კვირაში მსოფლიოში აღირიცხა COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირების 4 144 658 ახალი შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით 14%-ით ნაკლებია.

გასული კვირის განმავლობაში COVID-19-ით გარდაიცვალა 84 306 ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, ლეატალობის მაჩვენებელი 2%-ითაა შემცირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, დაავადების და გარდაცვალების ახალი შემთხვევების კლება ყველაზე მეტად შეინიშნებოდა ევროპაში. მას მოსდევს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონი.

ახალი შემთხვევების რაოდენობა წინა კვირის მსგავსი იყო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, აფრიკასა და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. ამ რეგიონებში დაახლოებით წინა კვირის ანალოგიური იყო ლეტალობის მაჩვენებელი, გარდა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილისა, სადაც გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოთხი კვირაა კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების შემცირების გლობალური ტენდენცია შეინიშნება, მაჩვენებლები კვლავ მაღალია და ბევრ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ზრდაა.

პორტალ Worldometers-ის დილის სტატისტიკით, რომელიც ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება, პანდემიის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 168 500 000-ზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 3.5 მილიონს უახლოვდება.

სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, 26 მაისისთვის, მსოფლიოს 176 ქვეყანაში გაკეთებულია ვაქცინების 1.7 მილიარდზე მეტი დოზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG