Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მსახიობი მარინა ჯანაშია


მარინა ჯანაშია ფილმში "კუკარაჩა"
მარინა ჯანაშია ფილმში "კუკარაჩა"

71 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული თეატრის და კინოს მსახიობი მარინა ჯანაშია.

მარინა ჯანაშიას რუსთაველის, მარჯანიშვილის და სხვა ქართულ თეატრებში ათეულობით როლი აქვს შესრულებული, მათ შორის შექსპირის, მოლიერის, მიხეილ ჯავახიშვილის და თანამედროვე ქართველი დრამატურგების ნაწარმოებების მიხედვით შექმნილ სპექტაკლებში.

მარინა ჯანაშიამ კინოში ბოლო როლი 2013 წელს შეასრულა, ნანა ექვთიმიშვილის ფილმში „გრძელი ნათელი ღამეები“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG