Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის წამლის სააგენტომ Pfizer-ის ვაქცინის 12-15 წლის ბავშვებში გამოყენება დაუშვა


ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებით, Pfizer-ის ვაქცინის 12-15 წლის ბავშვებში გამოყენება დასაშვეიბია. ახლა უკვე ინდივიდიალურად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, აცრიან თუ არ ამ ვაქცინით ბავშვებს.

ევროპის წამლის სააგენტო განმარტავს, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ზუსტად ისე, როგორც 16 წელს ზემოთ პირებისთვის - კეთდება მკლავის კუნთებში ორი ინექციის სახით, სამი კვირის ინტერვალით.

გადაწყვეტილება კვლევის საფუძველზე მიიღეს, რომელიც 2260 ბავშვზე ჩატარდა. ბავშვების ნაწილს გაუკეთეს პლაცებო, ნაწილს კი ვაქცინა - ვაქცინის მიმღები 1005 ბავშვიდან არცერთს არ განუვითარდა COVID-19. ეს ნიშნავს, რომ ამ კვლევაში ვაქცინა 100% -ით ეფექტური იყო COVID-19- ის პროფილაქტიკაში (თუმცა რეალური მაჩვენებელი შეიძლება იყოს 75% და 100%).

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ კორონავირუსის პანდემია ბავშვების ვაქცინაციის გარეშე არ დასრულდება. "ფაიზერი" სწორედ ის ვაქცინაა, რომლის ყველაზე დიდ დოზას, (1 000 000 ცალი) უნდა შემოვიდეს საქართველოში.

XS
SM
MD
LG