„ლელოში” 30 მაისს დასრულდა თბილისის ადგილობრივი ორგანიზაციების არჩევნები, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარტიის წევრებმა რაიონულ კონფერენციებზე აირჩიეს მმართველი ორგანოები, გამგეობები და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები. „ეს გამგეობები იქნებიან ძირითადი რგოლები, რომლებიც დაგეგმავენ და წარმართავენ ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, მიიღებენ გადაწყვეტილებებს, აქტიურად ჩაერთვებიან დედაქალაქის და რაიონების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მონაწილეობას მიიღებენ პარტიის ძირითადი სტრატეგიის შემუშავებაში“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი