Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის


ნიკა მელია
ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე მიიღეს და მედიას პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააცნო.

ამ დრომდე პარტიაში ამ საკითხზე ხმები გაყოფილი იყო. ერთ-ერთი, ვინც საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას ღიად უჭერდა მხარს, ხატია დეკანოიძე იყო.

პარტიაში პარლამენტში შესვლაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით შეთანხმება გაფორმდა. ამ შეთანხმების მიხედვით, ნიკა მელიას ციხე უნდა დაეტოვებინა, ოპოზიციურ პარტიებს კი საპარლამენტო საქმიანობა გაეგრძელებინათ.

დოკუმენტისთვის ამ დრომდე ხელი არ ჰქონდა მოწერილი "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს". ნიკა მელია აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელს არ მოაწერს "შარლ მიშელის შეთანხმების" დოკუმენტზე.

"ევროპულმა საქართველომ" თქვა, რომ არ აპირებდა საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას, თუმცა ამ პარტიის სიით არჩეული დეპუტატების ნაწილი პარლამენტში უკვე მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG