Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კერი საიმონდსზე დაქორწინდა


ბორის ჯონსონი და კერი საიმონდსი
ბორის ჯონსონი და კერი საიმონდსი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა 29 მაისს თავის საცოლეზე, კერი საიმონდსზე იქორწინა ვესტმინსტერის ტაძარში, სადაც მცირერიცხოვანი ცერემონია გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაიმართა.

ცნობილია, რომ ღონისძიებას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებით დაშვებული სტუმრების მაქსიმალური რაოდენობა, დაახლოებით 30 ადამიანი ესწრებოდა.

ტაძარში თავდაპირველად პატარძალი მივიდა, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ კი - თავად ბორის ჯონსონი.

კერი საიმონდსისთვის ეს პირველი ქორწინებაა, ბორის ჯონსონისთვის - მესამე.

56 წლის ბორის ჯონსონი და 33 წლის კერი საიმონდსი ერთად ცხოვრობენ მას შემდეგ, რაც ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. 2019 წელს წყვილს შვილი შეეძინათ.

ჯონსონი, რომელიც არ აცხადებს, რამდენი შვილის მამაა, ადრე მარინა ულერზე იყო დაქორწინებული და მისგან ოთხი შვილი ჰყავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG