Accessibility links

site logo site logo

გუმათში "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე დააკავეს


"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ პოლიციამ მათი აქციის ორი მონაწილე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მედიას უთხრა, რომ ამ ორი პირის დაკავების დროს პოლიციამ ძალა გამოიყენა.

დღეს უკვე მე-5 დღეა, რაც რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხეობაში დაბრუნდნენ და ასე აპროტესტებენ "ნამახვანჰესის" მშენებლობას.

210 დღეზე მეტია, რაც აქციები უწყვეტად გრძელდება.

ხეობაში შესვლას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს რკინის ჯებირებით უკრძალავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG