Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა


სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ თანამდებობა დატოვა.

როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, არ აპირებს გასცეს პასუხი კითხვებს ამ გადაწყვეტილების მიზეზებთან დაკავშირებით.

„ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე დაკავებული თანამდებობა. სხვა კითხვებზე პასუხს არ გაგცემთ“, - განაცხადა მალხაზ თორიამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე ის 2021 წლის თებერვალში დანიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მალხაზ თორია 2020 წლის აგვისტოდან სახელმწიფო რწმნუნებულის მოვალეობას ასრულებდა, მანამდე კი სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG